აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას მონაწილეობით ,,გალაკტიონის საღამო: მუსიკა და პოეზია" მოეწყო

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მონაწილეობით, სასტუმრო ,,ბილტმორში" გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო - „მუსიკა და პოეზია" გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმის შერწყმით გაცოცხლდა ქართული პოეზიისა და მუსიკის შთამბეჭდავი პროგრამა - მსახიობ მურმან ჯინორიას მხატვრული კითხვისა და ზვიად ბოლქვაძისა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მუსიკის მშვენიერი სინთეზი. საღამოს სტუმრებმა დიდი ქართველი პოეტების ლექსების მიხედვით შექმნილი კომპოზიციების ცოცხალი, მრავალხმიანი შესრულება მოისმინეს.

,,სიტყვის აკადემიის" ორგანიზებულ საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.