კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნაირა მარშანიას 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთიდან დევნილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნაირა მარშანიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ მუსიკალური ნომრები შეასრულა; ქართველმა ხელოვანებმა ნაირა მარშანიას შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს და ღვაწლმოსილი მწერლის საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

საღამოს აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ორგანიზებით გაიმართა.