აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 4-თვიანი სტაჟირების პროგრამას წელს პირველად აცხადებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულ ხელოვანებს განივითარონ პროფესიული უნარები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გამოავლინონ მათი შემოქმედებითი პოტენციალი.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემოქმედებით კოლექტივებში:
- გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
- სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი“;
- აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“.
დეტალური ინფორმაცია, მონაწილეობის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ მითითებულ ბმულზე
განაცხადები მიიღება 2026 წლის 30 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68
ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე
