ცხადდება კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები

მიმდინარეობს განაცხადების მიღება ალექსანდრე შერვაშიძის, დიმიტრი ჯაიანისა და გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად 

კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წელს პირველად გამოცხადდა.

აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს და წაახალისოს აფხაზეთიდან დევნილი, ხელოვნების სფეროში გამორჩეული ნიჭისა და მიღწევების მქონე სტუდენტები.

სახელობითი სტიპენდია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამების სტუდენტებს ენიჭებათ და ერთი სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში, ყოველთვიურად 300 ლარს ითვალისწინებს.

კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე 

განაცხადები მიიღება 2026 წლის 30 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.