2026-09-16 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
ელენე არდაზიშვილმა და თენგიზ ნასარიძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ქუთაისში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ელენე არდაზიშვილმა და თენგიზ ნასარიძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და მოსწავლეებს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
წელს სკოლა 13 პირველკლასელს მიიღებს. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად პირველკლასელებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სტუმრებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის ხელმძღვანელობასთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.





