ჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელ გამოფენა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელ გამოფენას დაესწრო.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პლენერში მონაწილე 25 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის მხატვრებმა, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში „საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის’’ ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში მშვიდობისა და ერთობის მნიშვნელოვანი გზავნილები იყო ასახული. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

შემაჯამებელ გამოფენას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.