2026-09-28 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის “ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში” მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზურ ცენტრს “მესხი ახალგაზრდები ერთობის
უნივერსიტეტში მათ მეცნიერებისა და სადოქტორო პროგრამების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაკა ბერიძემ უმასპინძლეს. პროექტის მონაწილეებმა უნივერსიტეტის მუზეუმი დაათვალიერეს და იქ დაცული ექსპონატების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
აფხაზურ ცენტრში პროექტის მონაწილეები ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ცენტრის ხელმძღვანელმა რიმა სუდაძემ სტუმრებს მიმდინარე საქმიანობის შესახებ უამბო და დაათვალიერებინა საგამოფენო სივრცე, სადაც აფხაზეთთან დაკავშირებული ნამუშევრები, ლიტერატურა, სამეცნიერო გამოცემები და ფოლკლორული მასალებია წარმოდგენილი.
ვიზიტის ბოლოს მონაწილეებს უნივერსიტეტისა და აფხაზური ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.