აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პ

 
თამაზ ნადარეიშვილი დაიბადა 1954 წლის 19 ივლისს ქალაქ გაგრაში. დაამთავრა გაგრის საშუალო სკოლა, ხოლო 1981 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
 
თამაზ ნადარეიშვილი იყო პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კავკასიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავე დროს აფხაზეთის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი.
 
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, არის გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი“. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.