აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
 
მინისტრმა პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ერთობლივი ფოტოგადაღებითა და მუსიკალური პროგრამით დასრულდა