აფხაზეთიდან დევნილი ავტორების ნაწარმოებებისა და აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნაშრომების გამოსაცემად განაცხადების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი ავტორების ხელშეწყობისა  და აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნაწარმოებებისა და ნაშრომების გამოცემის მიზნით განაცხადების მიღებას იწყებს.

კონკურსის ფარგლებში განიხილება აფხაზეთიდან დევნილი ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული ნაშრომები.

გამოსაცემი ნაშრომის შერჩევის კრიტერიუმების, წარსადგენი დოკუმენტაციისა და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე.

ონლაინ განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია მატერიალური ფორმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი.