აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი 12 მოზარდისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ჩართულობით ჩატარდა. სამხატვრო მასტერკლასს პროფესიონალი მხატვარი ნინო ქირია უძღვებოდა. მონაწილეები მათი განსაკუთრებული სახელოვნებო ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით შეირჩნენ.

მასტერკლასის ფარგლებში შექმნილი 12 საავტორო ნამუშევარი ერთიან საგამომცემლო პროდუქტში გაერთიანდება და 2027 წლის სამაგიდო კალენდრის სახით დაიბეჭდება. პროექტის ფარგლებში გამოყენებული სამხატვრო მასალები და შექმნილი ნამუშევრები მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

აღნიშნული აქტივობა მიზნად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი კულტურულ-შემეცნებით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავდა.