აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ელენე კირთაძემ ბატუტზე ხტომაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატი, აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენი, ელენე კირთაძე, ჩინეთში გამართულ ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატში, სინქრონულ ხტომებში, მარიამ გაბრიაძესთან ერთად, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
 
ვულოცავთ ელენესა და მის მეწყვილეს მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალში კიდევ არაერთ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ.