„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №113-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის სადარბაზოებში სართულებს შუა არსებულ ფანჯრებზე რკინის გისოსების მონტაჟი.