აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მორიგი წარმატებული პროექტი

ესპანეთში ორთვიანი  საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი   2018 წლის 3 სექტემბერს  სამშობლოში დაბრუნდა.    თბილისში მათ დახვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და  მშობლები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „FINSOL“-ს (ინტეგრაციისა და სოლიდარობის  ფონდს ქ. მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის  ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობს.  მათ  შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ორგანიზებით ხორციელდება.