სოციალურად დაუცველ პენსიონერ დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ ,,მედისონის თვალის კლინიკა”-ში

2018 წლის 9 ივლისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში საბურთალოს რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 21 პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აქცია გრძელდება 10 -11 ივლისს. მსგავსი აქციების ჩატარება იგეგმება პერიოდულად.