აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის მთავრობასა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ესპანეთში საზაფხულო არდადეგების გასატარებლად გაემგზავრა აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი და 1 თარჯიმან-მონიტორი. ისინი ესპანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ესპანურ მოხალისე ოჯახებში გაატარებენ ორ თვეს და 3 სექტემბერს დაბრუნდებიან საქართველოში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

ბავშვები გააცილეს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა.