2018-06-13 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წლის 13-15 ივნისს ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი წარმატებით მონაწილეობს ტურნირში, 13-14 ივნისს ჩატარებული მატჩების შედეგებით გასულია ფინალში . ფინალური მატჩი გაიმართება 15 ივნისს. ვუსურვებთ გამარჯვებას არაერთგზის პრიზიორ ჩვენს გუნდს!