აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს, განიხილა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ხასიათის საკითხები. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს მიეცათ დავალებები რათა შესაბამის ცენტრალურ სამინისტროებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით უზრუნველყონ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო პროგრამაში აქტიური ჩართულობა.
2018-03-29 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა