დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები მიადგა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში დევნილთა განსახლების ობიექტებს. ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო შტაბები, სადაც შესწავლილ/დათვლილ იქნა მიყენებული ზარალის ოდენობა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.