აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში.
შეჯიბრებაში პროგრამის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს რეგიონების მძლეოსნები მონაწილეობდნენ. დაძაბულ ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები. აფხაზეთის წარმომადგენლებიდან მძლეოსნობის სახეობებში გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: სამმხტომი - სანიკიძე მაკა, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სოსელია საბა, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; სიგრძეზე ხტომა - ნიკა დუნდუა, მესამე ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.