დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.