სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით კომპაქტური ჩასახლების ობიექტში ჩატარდა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა   –  დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით   დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში დევნილთა  კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, საბავშვო ბაღისა და სკოლა-ინტერნატის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან რკინის ცხაურის გაკეთება.