აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017 წლის 9 აგვისტოს წარმომადგენლობაში შედგა რიგით მეორე შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

2017 წლის 9 აგვისტოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში უკვე მეორედ შედგა შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც სამინისტროს მიერ დადგენილი კატეგორიის მქონე დევნილთათავის, უფასო მედიკამენტების გაცემას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ამხანაგობების თავმჯდომარეებმა წამოწიეს ის პრობლემები, რომელიც შესაბამის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დგას. პრობლემები არის როგორც საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხასიათის, ასევე, მოიცავს ამხანაგობებსა და მერიასთან უთიერთობის ხარვეზებს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჩაინიშნა და კონტროლზე აიყვანა მათი გადაწყვეტის საკითხი.