აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თათბირი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

2017 წლის 27 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს, დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან.

თათბირზე განხილულ იქნა ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულ ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების და უკვე მოქმედ ამხანაგობებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების გზით, დევნილთა პრობლემური საკითხების ეფექტური გადაწყვეტის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების თანამშრომლების სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების საკითხი. ასევე დაისახა შექმნილი ჯგუფების მიერ გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებები და  ერთობლივი  სამოქმედო გეგმები.