აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.
წლეულს სპორტული თამაშები 9-10 ივნისს ზუგდიდში ჩატარდა და მასში ზუგდიდის ზონის ხუთი სკოლა მონაწილეობდა. თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო მძლეოსნობა, მინი-ფეხბურთი, „მხიარული სტარტები“, ძლიერთა ტურნირი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა.
საერთო გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის კოლექტივმა მეორე ადგილი - აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე ადგილი კი აფხაზეთის №14 საჯარო სკოლამ.
გარდა ამისა, წლეულს პირველად ჩატარდა სპორტული თამაშები ბათუმში, ბათუმის ახალ დასახლებაში, დევნილთა დასახლების გუნდისა და ფოთის №21 საჯარო სკოლის გუნდებს შორის. გამარჯვება მოიპოვა ბათუმის დასახლების გუნდმა (ხელმძღვანელი ოთარ ქობალია).
თამაშების ცალკეულ სახეობებში გამარჯვებული გუნდები პრიზებითა და დიპლომებით, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთის საბავშვო სპორტული თამაშები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა