5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება, მათთვის პატივის მიგება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ამ დღის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.
სწორედ ამ მიზნით, ტრადიციისამებრ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მინისტრის პირველ მოადგილესთან მანანა ქვაჩახიასთან და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსის მოადგილესთან მედიკო კვარაცხელიასთან ერთად აფხაზეთის (სოხუმის, კელასურისა და ოჩამჩირის) სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს: მერი გაფრინდაშვილს, ვალია წურწუმიასა და თინა გვარამიას ეწვია.
დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადა მათ მომავალ თაობებზე ზრუნვისა და გაწეული ამაგისათვის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. დიმიტრი ჯაიანმა ამაგდარ პედაგოგებს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე, აღზრდილების წარმატებები უსურვა.
პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების წლები, თავიანთი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.