2016 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი). შეჯიბრში მონაწილეობდნენ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები, ასევე მოწვეული სპორტსმენები. შეჯიბრს ესწრებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე.
დაძაბულ პაექრობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გოგონებსა და ვაჟებში ადგილები ასე გადანაწილდა:
გოგონებს შორის: I ადგილი - მარიამ ფარულავა, II ადგილი - ანა შელია, III ადგილი - ელენე შელია;
ვაჟებს შორის: I ადგილი - ილია კავკასიძე, II ადგილი - საბა შელია, III ადგილი - ვახო ფერაძე.
შეჯიბრებაში გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები.