სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ მაყურებელს ძმები გრიმების პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლის „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა შესთავაზა. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მოზარდები დაესწრნენ.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია, მხატვარი - მაია სხირტლაძე.