ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიპლომი გადასცა.
ამ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი.
მაია ახალკაციშვილის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი აფხაზეთის თემატიკაზეა და მას ასე ჰქვია: „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის წლეულს დააწესა. სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).