აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის „ბეჭვდითი გამოცემების“ ფარგლებში გამოიცა.

პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც ერთხელ კიდევ შეახსენა დამსწრეთ, როგორ დახვრიტეს ქართველი პოეტი ქალი მეუღლესთან ერთად სოხუმში მხოლოდ მისი ეროვნული სულისკვეთებისა და სამშობლოს ერთგულების გამო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძეზე, როგორც შესანიშნავ პოეტსა და მოქალაქეზე ასევე ისაუბრეს 
 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, პოეტმა გენო კალანდიამ, მუსიკოსმა ია მაისაიამ, მწერალმა ციალა არდაშელიამ, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის მშობლიური ჭიათურიდან ჩამოსულმა სტუმრებმა: მაია ტყემალაძემ, პოეტმა იზა ცარციძემ და სხვ. საღამოს ასევე ესწრებოდნენ პოეტის შვილები,  ახლობლები და მეგობრები.

ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე XX საუკუნის II ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება, რომელმაც პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის 50-მდე ლექსზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები.

საღამოზე ითქვა, რომ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძისა და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია დაუვიწყარია და თვით ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრმა უნდა იცოდ