აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესის მიდამოებში) ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ:
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრის 3 გუნდი (18 მონაწილე); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 გუნდი (12 მონაწილე); საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს 1 გუნდი (6 მონაწილე); სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2 გუნდი (12 მონაწილე); აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის 1 გუნდი (6 მონაწილე); საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის 1 გუნდი (6 მონაწილე); ვეტერანთა დეპარტამენტის 1 გუნდი (6 მონაწილე).
შეჯიბრების შედეგად, პირველ ადგილზე გავიდა და აფხაზეთის თასი ჯომარდობაში მოიპოვა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ცენტრის ერთ-ერთმა გუნდმა; მეორე ადგილზე გავიდა აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცეტნრის გუნდი, მესამე ადგილზე კი აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი.
გამარჯვებული გუნდები შესაბამისი კატეგორიის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს ასევე ესწრებოდა მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. ისინი საკმაოდ ემოციურად შეხვდნენ თავიანთი ფავორიტი გუნდების გამარჯვებას.