დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს

მიმდინარე წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მასმედიით გავრცელებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან ,,დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე შეხვდა საერთაშორისო  ორგანიზაცია ,,აფხაზეთი”-ის ხელმძღვანელ ჯონი შამათავას და დევნილთა მოძრაობის წარმომადგენლებს ვიტალი გადელიას, ზაირა ჩარკვიანს.

დისკუსია შეეხო სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებული დახმარების სისტემაზე გადასვლის გზების ალტერნატივებს.