28 თებერვალს აფხაზეთის ა|რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს, სამეცნიერო და საექსპერტო წრეების, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
პრობლემის სიმწვავეზე მიუთებებს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბზის უნიკალური კორომების განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ერთმნიშვნელოვნად ეკოლოგიურ კატასტროფად ფასდება. საუბარი შეეხებოდა ამ პრობლემის გამომწვევი კოლხური ბზის დაავადების – ბზის სიდამწვრე (გამომწვევი პათოგენური სოკო cylindrocladium buxikola) და საშიში მავნებელი პეპელა – ბზის ალურას (Cydalima perspectalis) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდებს.
საკითხის აქტუალობაზე აგრეთვე მიუთითებს ჟენევის დიალოგის ფორმატში აფხაზურმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული თანამშრომლობის სურვილი კოლხური ბზის გადარჩენის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა- აღდგენის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ენტიმოლოგ გიორგი მამადაშვილის პრეზენტაცია: „საქართველოში კოლხური ბზის დაავადებების გავრცელების კუთხით არსებული ვითარება, მათთან ბრძოლის მეთოდები და ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევები“ .
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია, რომელზეც გამოითქვა არაერთი საინტერესო წინადადება და შენიშვნა ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მავნებელ-დაავადებასთან ბრძოლის მეთოდების (ბიოლოგიური და ქიმიური), მათი გამოყენების ეფექტური გზების, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას ჩართულობის სავარაუდო მიმართულებების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ აუცილებელი უნიკალური კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით ეფექტური ბრძოლის მეთოდების შემუშავება ფართო სპექტრის კვლევების ჩატარებისა და ინოვაციური მიდგომების გზით, ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია რეაგირების პროცესში,თავის მხრივ კი გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობისა და კოორდინირებული საქმიანობის, ასევე დაიგეგმა შემდგომი აქტივობები, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ თავისი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის გადაჭრაში.