კონკურსის შედეგები

2016 წლის 30 ნოემბერს დღის 11 საათზე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის სხდომა დღის წესრიგით: 1. კონკურსის წესით დასაკავებელი ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე –  ტესტირებაზე  დაშვებული  კონკურსანტისათვის ტესტირების ჩატარება, ტესტირების პასუხის შემოწმება და შედეგების შეჯამება; 2. კონკურსის მესამე ეტაპის- გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრა.

    ტესტირების დასრულების შემდგომ გამოვლინდა კონკურსანტი ინგა გოგუა, რომელმაც წარმატებით გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი.

     2016 წლის 2 დეკემბერს 11 საათზე ჩატარდა კონკურსის  მესამე ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება. კონკურსანტ ი.გოგუას კომისიის წევრების მიერ დაესვა საკონკურსო თემატიკის მიხედვით, ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების შესაბამისი კითხვები. კომისიის წევრებმა კონკურსანტის მიერ გამოვლენილი ცოდნის, გამოცდილებისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიანიჭეს შესაბამისი შეფასებები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად, ინგა გოგუას კანდიდატურის წარდგენის შესახებ.