დეპარტამენტის თანამშრომლების შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ხაზალია და პაატა ძანძავა შეხვდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში. შეხვედრის მიზანი გახლდათ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.

აფხაზეთიდან იძულებით  გადაადგილებულ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია  ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით და მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge .  აღნიშნული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია http://www.worknet.gov.ge  ვებ-გვერდის მეშვეობით.