მიმდინარე წლის 17 აპრილს ქ. ზუგდიდში აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შორის სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე განხილული იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ასპექტები:. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიის ქიმიური პრეპარატებით შეწამვლის სათანადო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხს, მათ შორის, შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აგრეთვე, ფუტკრის დაზიანების პრევენციისთვის მისაღებ ზომებს.
შეხვედრაზე გადაწყდა მსგავსი სახის საინფორმაციო კამპანიის (სხვადასხვა ფორმით) გაგრძელების აუცილებლობა.