ორგანიზაციების "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო"(RCDA) და "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" მიერ "ოქსფამ საქართველოს" მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის ლატარიის ფონდის" (BLF) (Big Lottery Fund) პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩამოყალიბებულია 5 ქალთა კოოპერატივი: „შარახევი 1“ „სომეჯი“ „ნიჩბურა2015“ „ლიახვი2015“ და „ტყის ნობათი“. პროექტის მიზანია რეგიონის მოწყვლადი მოსახლეობისთვის, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერება, სიღარიბის დაძლევა, დასაქმებისა და შემოსავლების ახალი წყაროების შექმნა. ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული კოოპერატივები უზრუნველყო მცირე საწარმოებით, ხილისა და ბოსტნეულის მზის ჰიბრიდული საშრობითა და მზის წყლის გამაცხელებლებით.
2017 წლის აპრილ-მაისში კოოპერატივებმა „შარახევი 1“ „სომეჯი“ „ნიჩბურა2015“ დაიწყეს სამკურნალო მცენარეების დამზადება და გადამუშავება,რომლებისგანაც გერმანიაში ტრადიციული მეთოდით მზადდება მედიკამენტი. კოოპერატივებმა 130 კილო მშრალი ფურისულა აწარმოეს, სადაც არამარტო კოოპერატივის წევრები დასაქმდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც. მომავალში კოოპერატივები გააგრძელებენ სხვადასხვა ბიო სერთიფიცირებული მცენარეების შეგროვებასა და გადამუშავებას როგორიცაა კრაზანა, ასკილი, მაყვლის ჟოლოსა და კუნელის ფოთლები, ასევე კოოპერატივები იწყებენ ტყლაპის, ჩირისა და ცუკატის წარმოებას და რიგ საკითხებში-გაანსაკუთრებით შრობის საკითხებში საჭიროებენ ცოდნის გაღრმავებას.
აღნიშნული მიზნით მ.წ. 27 ივნისს სააგენტოს მიწვევით აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თ.ცინარიძემ ჩაატარა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: შრობის პროცესი, ჩირების, ცუკატების,ტყლაპების და სხვა კვებითი პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა ისეთ პრაქტიკულ ნიუანსებს,რომელთა განხორციელება აუცილებელია სტანდარტული პროდუქციის მისაღებად.ფერმერთა აზრით კი ხშირად ჩატარებული ტექნოლოგიური ოპერაციებით არათუ შეუძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება არამედ ახლოსაც არ არის კონდიციურთან. პრობლემაა მცირე ხნითაც კი შენახვა. სწორედ ამიტომ ზოგიერთი საკვანძო პროცედურის განმარტებისათვის შეხვედრის მსვლელობისას მრავალი ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხი განხილულ იქნა დეტალურად, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და როგოც მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, მათთვის რეკომენდაციები სასარგებლო იქნება.
ფერმერებს მიეცათ პრაქტიკული რჩევები კონკრეტული ნედლეულის შრობისა და გადამუშავების პროცესში რიგი პარამეტრების მართვის შესაძლებლობებზე, საწარმოს სანიტარული პირობებისა და პროდუქციის დაბინძურების აცილების თანამედროვე მეთოდებზე. ტრენინგის მონაწილეთა მიერ დასმულ იქნა უამრავი შეკითხვა,რომლებზეც გაეცათ დამაკმაყოფილებელი პასუხები. ასევე გაიცა რეკომენდაციები მომავალში შესაძლო სიძნელეთა პრევენციის გზებზე.ხაზი გაესვა ტექნოლოგიური ციკლისადმი ზოგადად სწორი მიდგომის თემას, რაც მთავარი პირობაა ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად,ხოლო დანარჩენი გამოცდილებისა და პრაქტიკული საქმიანობის შედეგია.
ბატონმა თამაზ ცინარიძემ კოოპერატივების წევრებს გადასცა ზოგიერთი პროდუქციის წარმოების რეცეპტურა და აღნიშნა,რომ საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის სპეციალისტები მზად არიან გაუწიონ კონსულტაციები ფერმერებს მათი საქმიანობიდან გამომდინარე , რაც დიდი მადლიერებით იქნა მიღებული.