2018 წლის 25 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის - ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურმეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია დაესწრო.
პროგრამა ითვალისწინებს ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე- ფიზიკური პირი ან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი. პროექტის ბენეფიციარებს გრანტის მიღება 35 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლიათ.