აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ.ყოლბაია და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.
სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით პროგრამა „GRASSROOT"-ის დაფინანსებით მოეწყო. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი ლურჯი მოცვის სანერეგე მეურნეობა.
მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფასა და უმუშევრობის შემცირებას.