აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ.ყოლბაია და საოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ღონისძებას აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ა. ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.