ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის თემატიკაზე (მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, მეცნიერება და ა.შ) გამოცემული, როგორც ქართულენოვანი, ისე აფხაზურ ენაზე თარგმნილი ლიტერატურა გამოიფინა.
აქვე გაიმართა აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" პრეზენტაცია. ელექტრონული სასაუბრო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. აფხაზური ენის თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს აფხაზური ენა. აფხაზური ენა საქართველოს მეორე სახელმწიფო ენაა აფხაზეთის ტერიტორიაზე და საქართველოს ხელისუფლება მის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. ყოველივე ამის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს.
აფხაზეთის თემატიკის ამსახველ ქართული და აფხაზური გამოცემებით წარმოდგენილ კუთხეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია მასპინძლობდა.