აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

2017 წლის 3 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში განსახლებულ (ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთ  პირს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის წყალტუბოს რაიონული განყოფილების უფროსი თეიმურაზ კუხალაშვილი ესწრებოდნენ.