დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და კულტურის ცენტრ შპს,,არტ ჰოლს'' შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპსთანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან დევნილი ბავშვების ჩართულობას სრულიად უფასოდ, კულტურის ცენტრში არსებულ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა: ქართული და სამეჯლისო ცეკვები,მხატვრული კითხვა და საბალეტო ხელოვნება, ასევე თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას.

მემორანდუმს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, ხოლო კულტურის ცენტრი შპს ,, თბილისი არტ ჰოლი’’- მხრიდან დირექტორმა ნანა გოდერძიშვილმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას აფხაზეთის / მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრის ორგანიზება დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილებამ უზრუნველყო.