ქ.თბილისის სამგორის რაიონის, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ქებურიას მე-2 კორპუსი ,,ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა’’, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) არიან განსახლებულნი, ელექტრო გამანაწილებელი ფარი აფეთქდა.

 

            მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ.თბილისის სამგორის რაიონის, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ქებურიას  მე-2 კორპუსი ,,ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა’’ სადაც აფხაზეთიდან ი.გ.პ არიან განსახლებულნი. აღნიშნული კომპაქურად განსახლების ობიექტი  სამი სართულისაგან შედგება, სადაც 48 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს.  დევნილი მოსახლეობისთვის დაუდგენელი მიზეზით დაახლოებით დილის ოთხ საათზე, მოხდა ელექტრო გამანაწილებელი ფარის აფეთქება, რამაც გამოიწვია კიბის უჯრედის, დერეფნების და მცხოვრებთა კერძო ფართების კედლების მნიშვნელოვანი დაბინძურება და საფოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება. ელექტრო გამანაწილებელი ფარის ფეთქების მიზეზს დაადგენს შესაბამისი სამსახური. თელასის ტექნიკური ჯგუფის მიერ იმავე დღეს დაიწყო ელექტრო-გამანაწილებელი ფარების და ელექტრო სადენების მოწყობის სარემონტო-სამუშაოები.წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს და მოსახლეობას გაეწიათ შესაბამისი სამარათლებრივი და ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაზარალებულ დევნილ ოჯახებს გაეწიათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება.