2014 წლის 21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა – „თეთრი ტალღა“, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს „თბილისი არტ–ჰოლში“ უმასპინძლა, სადაც ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „ჩარლის დეიდა“. ჩვენებას ესწრებოდნენ ქ. თბილისის ასკურავას ქუჩის # 1 სავაგონო დეპო 2 კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი ბავშვები.
ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის – „თეთრი ტალღა“ მხარდაჭერით გაიმართა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა მადლობას უხდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის – „თეთრი ტალღა“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ რატიანს გაწეული თანადგომისათვის.