აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში ქმნის საინფორმაციო ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე.
პროექტი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები (სასწავლებლად ან სამუშაოდან წასული) აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდების მოძიებას, მათზე ინფორმაციის მოპოვებას - სად და როდიდან იმყოფებიან იქ, რა გზა გაიარეს, როგორ გადალახეს წინააღმდეგობები და როგორ მიაღწიეს ამა თუ იმ წარმატებას; ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად კი დაეგზავნებათ მათ სპეციალურად შედგენილი ანკეტები.
პროექტის მიზანია ზემოთ ხსენებული კატეგორიის ახალგაზრდებთან ვირტუალური კონტაქტის დამყარება, დამეგობრება და საბოლოოდ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით კრებულის გამოცემა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგვეხმაურონ და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია ნომერზე - 577 09 22 42.