აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ,  აფხაზეთის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა  ქეთევან    ბაკარაძემ,   აფხაზეთის  ფინანსთა   და   ეკონომიკის   მინისტრმა მურმან   ფარფალიამ,   აფხაზეთის  იუსტიციის  დეპარტამენტის   თავმჯდომარემ   იგორ  კოპალიანმა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.