შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

მიმდინარე წლის 20 თებერვალს ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფის თხოვნითა და იმერეთი, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარეში გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლადო ჯურხაძემ, სოციალური მომსახურეობის იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილემ გიორგი სანთელაძემ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბაჩანა ბასილაიამ, ჯოკია კოპალიანმა, სამხარეო ადმინისტრაციის სხვა პასუხისმგებელმა პირებმა.

შეხვედრაზე, რომელმაც ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში, გაიმართა მსჯელობა აღნიშნულ დასახლებაში არსებულ რიგ პრობლემატურ საკითხებზე და დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმები მათი მოგვარებისათვის.