2019-02-14 |
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
შეხვედრა დევნილებთან ვანსა და ბაღდათში
2019 წლის 11 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.