სოფელ რუხში მოცვის სანერგე მეურნეობა გაიხსნა

 

       2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ   USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ: რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

       აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ USAID-ის და პროექტ ,,ზრდას“  წარმოამდგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით, გასული წლის გაზაფხულზე, შპს „აგორა აგორა“-მ კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა მოაწყო. საერთო ჯამში სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100 000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი, სანერგე მეურნეობა, უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს დაეხმაროს მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში. სანერგე მეურნეობას საშუალება ექნება ადგილობრივი ბაზარი სრულად მოამარაგოს კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.

       სანერგეს გახსნის პარალელურად, ადგილობრივმა ფერმერებმა მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოახდინეს. შეხევდარს ასევე ესწრებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და სხვა დაინტერესებული პირები.